რა ომი შეიძლება, მინდოდეს მე - თბილისში ცხოვრობენ ჩემი უსაყვარლესი შვილი ნიკუშა და ჩემი განსაკუთრებული ქალიშვილი ალისა - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

"რა ომი შეიძლება, მინდოდეს მე. თბილისში ცხოვრობენ ჩემი უსაყვარლესი შვილი ნიკუშა და ჩემი განსაკუთრებული ქალიშვილი ალისა", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"რას მეუბნებით, რომ მე ჩემი შვილების სიახლოვეს მინდა რუსული რაკეტა ჩამოვარდეს??? კარგი რა!... ყველანაირ უტიფრობასაც ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი“,- წერს სააკაშვილი.