„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან
1792010064
ცნობილი ნიდერლანდელი მოდელი და Victoria’s Secret-ის ყოფილი „ანგელოზი“ რომი სტრეიდი ბრენდის 2026 წლის მოდის ჩვენებისთვის კასტინგის შედეგებსა და მისთვის რთულ გამოცდილებაზე ალაპარაკდა. მოდელის განცხადებით, მიუხედავად ხანგრძლივი მომზადებისა, კასტინგიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში პასუხი არ მიუღია, საბოლოოდ კი გაირკვა, რომ წლევანდელ ჩვენებაში მონაწილეობისთვის არ შეარჩიეს.
„მინდოდა, შვილების გაჩენის შემდეგ კვლავ მიმეღო მონაწილეობა ჩვენებაში. ვფიქრობდი, რომ ამისთვის შესაფერისი დრო იყო. კასტინგის გასავლელად ნიუ-იორკში ჩავედი, რადგან ბრენდს სრულიად ახალი გუნდი ჰყავს. კასტინგის დირექტორს უკვე ვიცნობდი, ისევე როგორც რამდენიმე ადამიანს, რომლებთანაც ადრე გადაღებებზე მიმუშავია. მიუხედავად ამისა, კასტინგის გავლა მაინც მომიწია.
ვფიქრობდი, რომ მალევე გავიგებდი, მივიღებდი თუ არა ჩვენებაში მონაწილეობას, თუმცა რამდენიმე კვირის განმავლობაში არავინ დამკავშირებია. როგორც ჩანს, ე.წ. შესაძლო კანდიდატების სიაში ვიყავი.
ახლა ორშაბათია, ჩვენება კი კვირას იმართება და პასუხი ჯერ კიდევ არ მიმიღია. ჩემს სააგენტოს მუდმივად ვთხოვდი სიახლეების მოწოდებას, თუმცა, როგორც ჩანს, კვლავ იმავე სიაში ვარ.
კასტინგიდან უკვე ხუთი კვირა გავიდა. ეს პერიოდი ჩემთვის ემოციურად საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ვარჯიში უნდა გამეგრძელებინა, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცოდი, მივიღებდი თუ არა ჩვენებაში მონაწილეობას.
ახლა, როცა შვილები მყავს და ჩემი ყოველდღიური ცხოვრება შეიცვალა, ვარჯიშისთვის დროის გამონახვა გაცილებით რთულია. ამ ყველაფერში ძალიან დიდი დრო და ენერგია ჩავდე“, - ამბობს მოდელი „ტიკ ტოკზე“ გავრცელებულ ვიდეოში.