თანამედროვე რაპუნცელი - იაპონელ გოგონას თმები 17 წელია არ შეუჭრია

რაპუნცელი

იაპონელ რინ კამბეს თმის სიგრძის (152 სანტიმეტრი) გამო თანამედროვე რაპუნცელი შეარქვეს. ინფორმაციას Mirror ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, რინი თმებს 17 წელია იზრდის.  როგორც ის ამბობს, მის დაბანას საათზე მეტ დროს ანდომებს. 

„თმის დაბანას საათზე მეტ დროს ვუთმობ. მის გაშრობას კი 2 საათი მაინც სჭირდება. ანუ, მთის მოსაწესრიგებლად 3 საათი მაინც მჭირდება",- ამბობს რინი.