1733205616
ალეკო ელისაშვილი ძალადობის მუქარის ბრალდებით დააკავეს
„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი დააკავეს. „რუსთავი 2 -ის“ ინფორმაციით, ელისაშვილი „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარეზე, ალი ბაბაევზე თავდასხმისთვის არის დაკავებული.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილ დევნას გულისხმობს.