დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
უკვე რამდენიმე დღეა მზესუმზირის ოქროსფერი ყანის ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელს იპყრობს. თვალუწვდენელი ყვითლად გადაფენილი რამდენიმე ჰექტარი ადგილი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების ყველაზე მიმზიდველი ადგილია.
ამ ჰორიზონტის დანახვისთანავე ვან გოგის ცნობილი „მზესუმზირები“ გაგახსენდებათ, სწორედ ამ ნახატში გადმოსცა მხატვარმა საკუთარი სულის ჰარმონია და ახლა, აქ საქართველოში, როცა ამ ოქროსფერ ჰორიზონტს გასცქერი, ხვდები რა უსასრულოა სილამაზე, სამყაროს საიდუმლო, რომელიც მიწისა და ცის შეერთებას ასეთი შთამბეჭდავი ხედით გაზიარებს... და რაც მთავარია ეს ყველაფერი სულაც არ არის ფუნჯი, ზეთი და ტილო... ეს ხელით შექმნილი საოცრებაა ჩვენს რეალობაში...
ნადარბაზევის ტბა გორის ტერიტორიაზეა. სწორედ აქ არის 50 ჰექტარ ფართობზე გაშენებული მზესუმზირის ყანა.
მზესუმზირის მოყვანა საკუთარ მიწაზე გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნაწრეტში მცხოვრებმა, თემურ ფსუტურმა დაიწყო. პირველად მზესუმზირა საკუთარ ნაკვეთზე (6 ჰა) ერთი წლის წინ დათესა. მოსავალმა გაამართლა და ახლა უკვე თემური სხვებს უზიარებს, როგორ და რა ხერხებით არის შესაძლებელი მზესუმზირის მოვლა.
Qartli.ge-სთან თემური იმ ტექნოლოგიებზე საუბრობს, რაც ასეთი მოსავლის მისაღებად არის საჭირო.
თემურს ტბის გარშემო მომავლისთვის ბევრი საინტერესო პროექტი აქვს დაგეგმილი.