რიტუალი, რომელიც 00:00 საათიდან დილის 04:00 საათამდე უნდა შესრულდეს - მარიამ ციმინტიას რჩევა
1746042273
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი, ანიტა ჰიპერი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„საქართველო: საგანგაშო ცნობებია მომიტინგეების თვითნებური დაკავების, ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ. მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, შეწყვიტონ გადაჭარბებული ძალის გამოყენება და უზრუნველყონ შეკრების თავისუფლება. ძალადობის ყველა აქტი დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული", - წერს სოციალურ ქსელში ჰიპერი.
X-ზე ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკური უწყების მთავარი პრესსპიკერის გამოქვეყნებული განცხადება, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.