1738558660
თაკო ნაცვლიშვილი საკუთარ ბიზნესს იწყებს
მოდელი თაკო ნაცვლიშვილი საკუთარი თეთრეულის ხაზს ქმნის.
ამის შესახებ მან ინფორმაცია ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„მთელი ჩემი კარიერის მანძილზე საცვლების ბევრ ბრენდთან მომიწია მუშაობა. შესაბამისად, მქონდა შესაძლებლობა დავკვირვებოდი უამრავ სხვადასხვა კოლექციებს. გულის სიღრმეში ყოველთვის მინდოდა ჩემი თეთრეულის ბრენდის შექმნა. ბევრჯერ მიფიქრია. როგორ შევცვლიდი სტილს და ფორმებს ისე, როგორ მე მინდოდა. დიდი დაკვირვებისა და სწავლის შემდეგ, შევქმენი „შეიდიშ-ი“ და ჩემი მიზანი განვახორციელე.
მე მინდა შევქმნა ქალის თეთრეული, რომელიც მოიცავს ქალის სილუეტს, სექსუალურობას და თავდაჯერებულობას. მინდა მივცე ქალებს საშუალება იგრძნონ, თავისუფლად და მსუბუქად „შეიდიშ“-ის უმაღლესი ხარისხის ეკო-მეგობრულ თეთრეულში“, - წერია მოდელის განცხადებაში.