SUPER MARIO BROS – ნახეთ ცნობილი თამაშის ეკრანიზაციის ტრეილერი

SUPER MARIO BROS

კინოსტუდიებმა Universal და Illumination მომავალი ანიმაციური ფილმის Super Mario Bros Film-ის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნეს.

Nintendo-ს ცნობილი თამაშის ეკრანიზაციის მთავარი გმირები სანტექტნიკოსები მარიო და ლუიჯი არიან, რომლებიც შემთხვევით პარალელულ სამყაროში აღმოჩნდებიან, სადაც პრინცესა პიჩი უნდა გადაარჩინონ.

Super Mario Bros Film-ის პრემიერა 2023 წლის 7 აპრილს გაიმართება.