1769284719
ჩამოერთვა ბათუმში მდებარე 16 081 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 7 კორპუსი - ბიზნესმენ გალიფ ოზთურქსთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახური დეტალებს განმარტავს
ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს, ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ აშენებული საცხოვრებელი კორპუსები ჩამოართვეს. სამართალდამცავებმა კორპუსების დატოვებას სთხოვს რამდენიმე ადამიანსაც, ვინც აცხადებს, რომ ამ ბინებში უკვე ცხოვრობს.
Imedinews.ge-მა დეტალების დასაზუსტებლად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიმართა.
როგორც უწყებაში გვითხრეს, გალიფ ოზთურქთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და მან სასჯელაღსრულებითი დაწესებულება დატოვა.
„გაცნობებთ, რომ გალიფ ოზთურქთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. მის საფუძველზე, ბრალდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა ქ. ბათუმში მდებარე 16 081 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 7 კორპუსი, რომლებიც უკვე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად“, - განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში.











