„ეს მოვლენა 165 წელიწადში ერთხელ ხდება“ - ასტროლოგი ასახელებს რატომ იქნება ეს კვირა გადამწყვეტი
1769407185
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ერთ-ერთ ავტომობილში სუს-ის თანამშრომლის ცხედარი იპოვეს და საგამოძიებო მოქმედებები სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.
ადგილზე მობილიზებული არიან ექსპერტ-კლიმინალისტები.
„ეს ადამიანი იყო ანტიკორუფციული სააგენტოს ძალიან გამოცდილი და ღირსეული თანამშრომელი, რომელიც ყველას ძალიან უყვარდა.
პირველადი, რაც შეგვიძლია გითხრათ, არის ის რომ, რამდენიმე თვის წინ საზღვარგარეთ გაიკეთა ბარიატრიული ოპერაცია, დაიკლო ათეულობით კილოგრამი, ამის გამო ჰქონდა ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემებიც.
რაც იკვეთება ახლა და ვიცით თანამშრომლებისგან - ის ადრე მოვიდა დილით სამსახურში, როგოც ჩანს, აიღო იარაღი, გავიდა სამსახურის ტერიტორიიდან და თავის ავტომანქანაში იპოვეს გარდაცვლილი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით, ავტომანქანის გვერდით სავარძელზე დატოვა წერილი.
ეს არის მხოლოდ პირველადი მონაცემები, რაც ჩვენთვის ცნობილია. სხვა დეტალებს გამოძიება დაადგენს“,- აცხადებენ სუსში.