"თავისუფლების ფასი" - სოხუმის დაცემის დღეს, საავტორო ფილმის პრემიერა გაიმართება

აფხაზეთი

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, საკრებულოს შენობაში 18:00 საათზე მედიაჰოლდინგ კვირას დამფუძნებლის ქეთევან ხოსიტაშვილის საავტორო ფილმის -"თავისუფლების ფასი" პრემიერა გაიმართება.

ავტორმა, მედიაჰოლდინგ "კვირას" ჯგუფთან ერთად, ფილმზე გასულ წელს იმუშავა, თუმცა პანდემიის გამო ფილმის საჯარო ჩვენებები გადაიდო და უკვე წელს, "თავისუფლების ფასი"-ს პრემიერა, სიმბოლურად, სწორედ სოხუმის დაცემის დღეს გადაწყდა.

საავტორო-დოკუმენტურ ფილმში ასახულია რეალური სურათი, თუ რა მდგომარეობაა დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით და რა ფასს უხდიან ისინი რუსეთს ე.წ. თავისუფლებისთვის. ფილმში გამოყენებულია აფხაზი და რუსი ბლოგერების ვიდეოჩანაწერები, სადაც ისინი ღიად საუბრობენ სხვადასხვა მიმართულებით არსებულ იმ მძიმე ვითარებაზე, რაც რუსული ოკუპაციის შედეგად დღეს რეგიონშია, მათ შორის ადგილობრივები შეშფოთებას გამოხატავენ იმაზეც, რომ კრემლის პოლიტიკის შედეგად აფხაზები დღეს ასიმილაციის საფრთხის წინაშე რეალურად დგანან.