რუსთაველის გამზირზე საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი დაშავდა
1733165406
ყველაზე თბილ და კეთილ ისტორიაზე უნდა მოგითხროთ. ისეთზე, გულს რომ გაგითბობთ და პოზიტივს მოგგვრით. გუშინ, სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტროდან ამოსულმა მაკა შალიკაშვილმა, პატარა გოგონას ფეხსაცმელი იპოვა. ვერცხლისფრად მოელვარე, ერთი მტკაველისოდენა ზომის ფეხსაცმელმა იმდენად მოხიბლა, რომ გადაწყვიტა აეღო და სახლში ერთგვარ თილისმად შეენახა.
მერე, გულმა არ მოუთმინა. ფოტო გადაუღო, სოციალურ ქსელში ატვირთვა და ასეთი მინაწერი გაუკეთა: „პატარა საყვარელ ქალს, მარჯვენა ფეხზე „ქოში“ გასძვრა.“
ამ „სთორის“ ატვირთვიდან სულ რამდენიმე წუთში, მითითებულ მისამართზე ბავშვიანმა გოგომ მიაკითხა. ფეხსაცმლის პატრონი ერთი წლის ტასუნა აღმოჩნდა, რომელსაც სეირნობის დროს ისე გასძვრა ფეხსაცმელი, რომ დედამ ვერ შეამჩნია.
რამდენიმე წუთში მსახიობმა მეორე „სთორი“ ატვირთა, სადაც მასთან ერთად უკვე დედა-შვილი არიან გადაღებული. ამჯერად მაკამ ფოტოს ასეთი მინაწერი გაუკეთა: „ჰოდა, მოაკითხა მარჯვე დედამ ტასიასთან ერთად.“
მაკა შალიკაშვილს „პრაიმტაიმი“ სწორედ ამ ისტორიასთან დაკავშირებით ესაუბრა.
„გუშინ, მეტროდან ამოვედი, გზად ბავშვიანი ახალგაზრდა გოგონა შემხვდა. ერთმანეთს გვერდი ავუარეთ, მე ჩემი გზით წავედი, ისინი თავისი. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, ლამაზად მოპირწყლულ ქუჩაზე დაგდებული, პატარა ბავშვის, ვერცხლისფრად მოელვარე ფეხსაცმელი დავინახე. უკან მივიხედე და ის ბავშვიანი გოგო აღარ ჩანდა. გავიხედე, გამოვიდე და რომ არავინ იყო, „კონკიას“ ფეხსაცმელი ხელში ავიღე. ისეთი სითბო ჩამეღვარა გულში, რომ ვერ მოვითმინე, ფოტო გადავუღე და „სთორად“ დავდე.
თან ვფიქრობდი, სახლში წავიღებ და მთელი ცხოვრება შევინახავ, ერთგვარი თილისმა გახდება- მეთქი. ამ ფიქრებში გართული, გულში ამ პატარა ფეხსაცმლის პატრონს, იმ გოგონას ვლოცავდი, ბედნიერი ცხოვრება მიეცი-მეთქი.
იმ ადგილას რამდენიმე წუთით გავჩერდი. ცოტა ხანში, ახალგაზრდა გოგო დავინახე ბავშვით ხელში, რომელიც აქეთ-იქით იყურებოდა და პერიოდულად სევდიანი ხმით ამოხდებოდა ხოლმე: აუ, არც აქ არისო... როდესაც ბავშვს ფეხზე დავხედე, დავინახე რომ ერთზე ფეხსაცმელი ეცვა, მეორეზე არა. მაშინვე დედას დავუძახე, ჩანთიდან ამოვიღე ფეხსაცმელი და მგონი ამას ეძებთ-მეთქი ვუთხარი. ბავშვის დედას ძალიან გაუხარდა. იმედი უკვე გადაწურული მქონდაო მითხრა... ამ ფაქტით მეც ძალიან ბედნიერი ვიყავი. მერე ტასუნასთან სამახსოვრო ფოტო გადავიღეთ და ერთმანეთს დავემშვიდობნეთ.
ასეთი ჩვევა მაქვს, როდესაც ქუჩაში მივდივარ, ყოველთვის გზაზე ვიყურები. ხშირად მინახავს დაყრილი ხურდები. ამას წინათ 20 ლარიც ვიპოვე. რაც შეეხება დაკარგვას, ძალიან მობილიზებული და ყურადღებიანი ვარ. იშვიათად დამიკარგავს რაღაც.
სამჯერ დავკარგე საფულზე და სამივეჯერ ვიპოვე. ერთხელ ჩანთა დამრჩა სამარშრუტო ტაქსი. იმ ჩანთაში დიდი ფული მედო. დამეხმარა პატრული და როდესაც იმ პტრანსპორტს მივაგენი, ჩანთა და ფული ხელუხლებლად დამიბრუნეს.
ერთი ქუდი მაქვს, რომელიც ძალიან მიყვარს და გადაწყვიტე, რომ მამაჩემისთვის მეჩუქებინა. გარკვეული პერიოდის მერე, მამა მირეკავს მეუბნება, რომ ავტობუსში დარჩა. იმდენი ვეძებე, რომ ეს ქუდიც ვიპოვე.“- ამბობს მაკა შალიკაშვილი.