ჯარიმა 100 ლარი და ქულების ჩამოკლებაა - მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდა
1733179266
ბერლინში Bullet Train-ის პრემიერაზე ქვედაბოლოთი გამოცხადებულმა ბრედ პიტმა, დღეს ყველას გასართობი მისცა. მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავს ნამდვილად უხდება კაბა, მაინც რისხვა დაატეხეს.
მსახიობი მაკა შალიკაშვილი აღიარებს, რომ მის ამერიკელ კოლეგას, ქვედაბოლო ბევრ ქალზე მეტადაც კი უხდება.
მაკა შალიკაშვილი: - ბრედ პიტის "იუბოჩკამ" იმხელა ვნებათაღელვა გამოიწვია... ფეისბუქი მიაქვს მის განხილვას. მოკლედ, ბრედ პიტის "იუბკამ" დიდი ამბავი ატეხა.
არავინ იცის, რატომ ჩაიცვა მსახიობმა ქვედაბოლო. ბევრი წინაპირობაა, რაც ჩვენ არ ვიცით. ამიტომ როცა მას განვიხილავთ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მიზეზი. შეიძლება შოტლანდიელს თამაშობს, როლშია და დეტალი დააკლდა. (იცინის) შეიძლება ფოტოსესია აქვს.
ბრედ პიტი ძალიან მიყვარს და ჩემი საპატიებელი არც არაფერი ჭირს, მაგრამ მე ბრედს ამ "იუბკას" ვპატიობ. ძალიან უხდება. ლამაზი ტანი და სასწაული ფეხები აქვს. ბევრ ქალზე მეტად უხდება ქვედაბოლო.