„ძალიან სასიამოვნო და სასიხარულოა...“ - რა ჯილდოს გადასცემენ მაკა შალიკაშვილს

maka shalikashvili

მაკა შალიკაშვილს კვირას ბათუმში აჯილდოებენ. „ლიდერ ქალთა ორგანიზაცია“ მსახიობს ნომინაციაში - „ლექსის საუკეთესო მკითხველი“ გადასცემს ჯილდოს.

მაკა შალიკაშვილის თქმით, როცა ეს ამბავი გაიგო, ძალიან გაუხარდა. 

„ლიდერ ქალთა ორგანიზაცია“, როგორც მსახიობსა და ლექსის მკითხველს, კვირას ბათუმში მაჯილდოებს.  ძალიან სასიამოვნო და სასიხარულოა როცა შენი წაკითხული მოსწონთ.

შეიძლება ითქვას, რომ დატვირთული ზაფხული მაქვს. 2 აგვისტოს, ილიაობის დღესასწაულზე, გორის თეატრში იღებს მონაწილეობას, ამ საღამოს წამყვანი ვარ და ლექსს ვკითხულობ. 7 აგვისტოს, ჭიათურაში, ყოველწლიურ ღონისძიება „თემობაში“ ასევე საღამოს წამყვანი გახლავართ.“ - ამბობს მაკა შალიკაშვილი.