"წელიწადში ერთხელ, დაბადების დღეზე მაინც, ერთი წამით უნდა არსებობდეს ჩახუტების შესაძლებლობა" - ეკა ტოგონიძე გარდაცვლილ ქმარზე

eka

"წელიწადში ერთხელ მაინც, დაბადების დღეზე მაინც, ერთი წამით მაინც უნდა არსებობდეს ჩახუტების შესაძლებლობა" - წერს სოციალურ ქსელში მწერალი ეკა ტოგონიძე და ორი წლის წინ გარდაცვლილი მეუღლის რატი სამყურაშვილის ფოტოს აქვეყნებს.

პოლიტიკოსი 2020 წლის გაზაფხულზე მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა. რატი 45 წლის გახდებოდა... 

ეკამ შარშან, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, წიგნი გამოსცა. დაგროვილი ემოციების ნაკადისთვის რომ თავისუფლება გახსნილად მიეცა, იმ დროს ავტორს, ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

"თუ მართალია გამონათქვამი, “რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს”, მაშინ გამოდის, რომ მე მოვკვდი. ბევრჯერ მოვკვდი და თუ მაინც ფეხზე ვდგავარ, ასეთ სიძლიერეს, მტერსაც არ ვუსურვებ.

ვიცი, რომ რომანი „შინ – შენ“ მოეწონებოდა, ბევრს ვიმსჯელებდით. ალბათ, ძალიან სასარგებლო შენიშვნებს მომცემდა. ამის წარმოდგენა ენერგიას მმატებს და მაცლის ერთდროულად. რთული ასახსნელი განცდაა, თან მიხარია, როცა მისი გულის გასახარ საქმეს ვაკეთებ და თან ამოუვსებელი სიცარიელის გრძნობა მექაჩება უკან.

საბოლოოდ, ყველაფერი დროებითია და რა შეგვიძლია ამ დროის სწორად, სიკეთისთვის გამოყენების გარდა?!.." - უთხრა ეკამ "პრაიმტაიმს" გასულ წელს.