ფიზიკური თერაპევტი, ალექსი ბიძიშვილი გარდაიცვალა
1732612481
24 წლის სიდნი სვინი ჰოლივუდის ერთ-ერთი ახალი და წარმატებული სახეა, რომელმაც პოპულარულობა სერიალ ეიფორიაში შესრულებული როლით მოიპოვა. გამოცემა The Hollywood Reporter-სთვის მიცემულ ინტერვიუში სიდნიმ აღნიშნა, რომ საკმარისად კარგად არ უხდიან, რის გამოც მსახიობობისგან 6 თვით შესვენება არ შეუძლია.
„6-თვიანი შესვენება რომ მომინდეს, არ მაქვს ამისთვის საკმარისი შემოსავალი. არ მყავს ადამიანი, რომელიც დამეხმარება, არ მყავს არავინ, ვისთანაც მივალ, ვინც გადასახადებს გადამიხდის ან დამეხმარება", -განაცხადა სიდნიმ.
ფინანსურ არასტაბილურობაზე საუბრის გამო სიდნი უამრავმა ადამიანმა გააკრიტიკა. მათი თქმით, მსახიობი რეალობასაა მოწყვეტილი და 6-თვიანი შვებულების აღების ფუფუნება არავის აქვს.
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1732599801