შობის ღამეს, ძაღლმა თოვლში ჩარჩენილი ბავშვი გადაარჩინა

ძაღლი

ფინეთში, შობის ღამეს, ძაღლმა თოვლში ჩარჩენილი ბავშვი გადაარჩინა. ამბავი ფეისბუქ გვერდზე საპოლიციო ძაღლების ასოციაციამ გაავრცელა. როგორც ვკითხულობთ, 2 წლამდე ბავშვი საკუთარი სახლის ეზოში საღამოს 7 საათზე ნახეს. მას შემდეგ მისი კვალი სრულად გაქრა.

კუჰამ შობის ღამეს, დაახლოებით საღამოს 10 საათზე, 2 წლამდე ბიჭი თოვლით აღმართულს დიდ კედლებს შორის იპოვა. როგორც პოლიციელები აღწერენ, ადგილზე მისულებმა ნახეს, რომ იგი მშვიდად თამაშობდა, თუმცა ღია ცის ქვეშ, ყინვაში, უფრო დიდი ხნით დარჩენა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხეს შეუქმნიდა. მის გარშემო თოვლის სიმაღლე 1.5 მეტრსაც კი აღწევდა.

ასევე ნახეთ:

„პატრიარქის მომავალ სამყოფელში ოდნავ ბჟუტავდა სინათლე. კართან მოხუცი მონაზონი შეეგება... დეკემბრის ბოლო იყო, გარეთაც ციოდა და შიგნითაც...“ - უწმინდესის აღსაყდრების დღე

„ყველას გვაპატიე, რომ შენს გულს ვერავინ გაუფრთხილდა”– ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან