მერაბ დვალიშვილის პასუხი პიოტრ იანის პროვოკაციას
1790002477
15 წლის წინ, ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს იაპონელი კაცი დღემდე დაეძებს. ყოველ 2 კვირაში იასუო ტაკამაცუ ონაგავას სანაპიროზე მიდის, მძიმე აღჭურვილობას ირგებს და ზღვაში შედის. წლების განმავლობაში მისი მეუღლის არანაირი კვალი ან მინიშნება არ გამოჩენილა, თუმცა ის ძიებას მაინც ჯიუტად განაგრძობს.
2011 წლის 11 მარტის ტრაგედიის შემდეგ საავადმყოფოდან საავადმყოფოში დადიოდა, რათა საყვარელი ქალის ადგილსამყოფელისთვის მიეგნო. ცუნამის შემდეგ ათასობით ცხედარი იპოვეს, მაგრამ ტაკამაცუს ცოლი მათ შორის არ იყო. რადგან ხმელეთზე ყველა რესურსი ამოწურა, ყვინთვა ისწავლა. მამაკაცის თქმით, ზღვასთან სიახლოვე სიამოვნებდა, რადგან ფიქრობდა, რომ მისი მეორე ნახევარი სადღაც ახლოს იყო. დღეს ეს აქტივობა მისთვის მეუღლესთან სიახლოვის განცდის მთავარ წყაროა.