ხანძარი თბილისში - ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა
1790091624
რუსეთის ქალაქ ნაბერეჟნიე ჩელნიში 18 თვის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ბავშვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მისი 24 წლის დედაა. ინფორმაციას Mash Iptash ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, ქალმა თავდაპირველად მცირეწლოვანი ქალიშვილის ელექტროშოკით მოკვლა სცადა, თუმცა შემდეგ დანა გამოიყენა. შემთხვევის შემდეგ ქალი მენზელინსკში, მშობლების სახლში წავიდა და, გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის იარაღიც თან წაიღო.
შემთხვევიდან ერთი დღის შემდეგ ეჭვმიტანილი ტაქსით პოლიციის განყოფილებაში მივიდა და მომხდარის შესახებ თავად განაცხადა.
ამ დროისთვის სამართალდამცველები მომხდარის ყველა გარემოებას იკვლევენ. მიმდინარეობს ეჭვმიტანილის შესაძლო მოტივის დადგენა და შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების ჩატარება.
გამოძიება გრძელდება.