„შენ რომ იყო, იმ ცოლის ადგილას, თავს როგორ იგრძნობდი?!“ - რას პასუხობს ლუკას კრიტიკულ კითხვას სალომე უშხვანი

salome luka

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები ლუკა შაფაქიძე და სალომე უშხვანი ერთმანეთს მწვავედ დაუპირისპირდნენ. 

შენ ნიკოსთან მიმართებით ნდობა არ გაქვს და გჯერა, რომ მას ჰყავს მეუღლე, მაინტერესებს, თუ შენ ადამიანთან გქონდა რომანტიკული ურთიერთობა, კოცნა, დეითები, გადიოდა ეკრანზე, დარბიხართ და იცინით ერთად, პლედს აფარებთ, მაინც ასე კარგად ხართ და ჟღურტულებთ ერთად, შენი აზრით, შენ რომ იყო იმ ცოლის ადგილას, თავს როგორ იგრძნობდი? მაინტერესებს, როგორ იგრძნობდი თავს, როცა ხარ მეუღლე, რომლის არსებობაშიც შენ დარწმუნებული ხარ...“  - უთხრა სალომეს ლუკამ, რაზეც მან უპასუხა:

მისი მეუღლე მე ხელს პირად ურთიერთობაში მიშლის და არა იმაში, რომ მასთან ცივილური ურთიერთობა მქონდეს. მოდი, როცა ამ კითხვას მისი მეუღლე დამისვამს, მაშინ ვუპასუხებ“, - თქვა სალომემ.