დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე, ამ კვირის აუტსაიდერი, ლუკა შაფაქიძე „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მას პროექტში თავი ბოლომდე არ გამოუვლენია.
მისი თქმით, პროექტში მთელს ენერგიას დებს.
„თავიდან დაძაბული ვიყავი, მეგონა, რომ საზოგადოებისგან ნეგატივი წამოვიდოდა, რადგან მაქვს განსხვავებული იმიჯი, ზოგადსაკაცობრიო თემებზე ვფიქრობ მასისგან განსხვავებულად და ბევრი სხვა ფაქტორიდან გამომდინარე ველოდი ნეგატიურ დამოკიდებულებას, მაგრამ ვხედავ, რომ ძალიან ბევრი გულშემატკივარი გამომიჩნდა.
რაც შეეხება იმას, რომ ვარ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ამის ამბიცია ნამდვილად მაქვს, მთელს ენერგიას ვდებ პროექტში, აქედან გამომდინარე, ძალიან მინდა, რომ დავრჩე. მგონია, ჯერ კიდევ არ გამომივლენია ჩემი თავი მუსიკალური კუთხით, ხშირ შემთხვევაში დავკარგე ემოციური კონტროლი, რაზეც ძალიან ვნერვიულობ, არ მინდოდა საზოგადოებას ამ კუთხით გავეცანი. ხალხმა რაც მინდა გაიგოს არის ის, რომ არ არის ყველაფერი ისე მარტივად, როგორც ჩანს. რთულია ემოციურად ამდენ კამერასთან ცხოვრება, ის რომ მთელი ქვეყანა გიყურებს“,- ამბობს ლუკა.
- თქვენზე ნატო დუმბაძემ თქვა, რომ ამ პროექტში უძლიერესი მოთამაშე ხართ და კინორეჟისორი, რომ იყოს ფილმში მთავარ როლს მოგცემდათ.
„ძალიან გამიხარდა, რომ ნატო დუმბაძემ, მაღალი დონის პროდიუსერმა, ასე შემაფასა და ჩემზე დადებითად ფიქრობს. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულო ფაქტია, რაღაცნაირად ჩემს ოცნებებზე საუბრობს. ის პატარა ბავშვი, რომელიც კიდევ არსებობს ჩემში და ჯერ კიდე მგონია, რომ ბოლომდე არ გავზრდილვარ, ამის ხედვებს რაღაცნაირად ხედავს და დაინახა, რომ დიდ სცენაზე ყოფნა იყო ყოველთვის ჩემი მისწრაფება. „პრაიმჰაუსი“ ძალიან დამეხმარა ამ ყველაფერში“,- ამბობს ლუკა შაფაქიძე.