საბედისწერო წამები გარდაბანში - რა უძღოდა წინ ავარიას, რომელსაც 7 ადამიანი ემსხვერპლა
1778754540
„პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის გამარჯვებული, ბლოგერი, ლექტორი და მარკეტერი, გურამ შეროზია საკუთარ სახლში ხშირად აწყობდა „მაფიის ღამის“ შეხვედრებს, ამ ფაქტთან დაკავშირებით კი ბევრი ჭორი გავრცელდა. ამბობდნენ, რომ მიწვეული სტუმრები არა თამაშით, არამედ ორგიით კავდებოდნენ.
შეროზია ამ ყველაფერს ჩვეული იუმორით უპასუხა, თუმცა რამდენჯერმე თქვა, რომ ამ შინაარსის შეთავაზებებს ხშირად იღებს. „პრაიმტაიმის“ კითხვაზე, მიუღია თუ არა ორგიაში მონაწილეობა, გურამის პასუხი ასეთია:
„ორგიაში მონაწილეობაზე არასდროს დავთანხმებულვარ, შემოთავაზებებს ხშირად ვიღებ, მაგრამ ეს ჩემი ინტერესის სფერო არ არის. განსაკუთრებით, ამ ეტაპზე, როცა უპირატესობას მონოგამიურ ურთიერთობებს ვანიჭებ. მირჩევნია, მყავდეს ერთი პარტნიორი და მასთან მქონდეს ყველაფერი, ვიდრე ათას პარტნიორთან ათასი სახის გამოცდილება.
ჩემს ცხოვრებაში მუდმივი და სერიოზული არაფერი ხდება ხოლმე, იმიტომ, რომ ძალიან მეზარება ასეთი საპასუხისმგებლო ურთიერთობები. შესაბამისად, მყავს ხანმოკლე, რამდენიმეთვიანი პარტნიორები მოგზაურობების დროს, ან როცა სხვები მოგზაურობენ საქართველოში. წლებია, ქართველი შეყვარებული და პარტნიორი არ მყოლია.“ - გვითხრა გურამ შეროზიამ.