მსახიობი იოსებ გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
1733776207
მარინა ბერიძემ ნაძვის ხე უკვე მორთო. როგორც "პრაიმტაიმთან" ამბობს, ამის მიუხედავად, წელს მაინც მოწყენილია. იცის, რომ ტრადიციას არ დაარღვევს და საფირმო ბროწეულის ბაჟეს და გოზინაყს გააკეთებს. სხვა არაფერი დაუგეგმავს.
მარინა ბერიძე: რა საკვირველია, ნაძვის ხე უკვე მოვრთე. გადავწყვიტე, რომ წელს მოთეთრო-მოვერცხლისფრო ნაძვის ხე მედგას. ამ ფერმა უფრო დამაწყნარა და ბევრი ვითამაშე.
ძალიან მიყვარს ნაძვის მორთვა. რუდუნებით ვრთავ. დავკიდებ სათამაშოს, დავჯდები, შევხედავ. მერე მეორეს დავკიდებ, გავხედავ და ასე, დიდი რიტუალი მაქვს.
რაღაცით შენი თავი უნდა გაიხალისო, სხვა გზა არ გვაქვს. რომ არ გავბოროტდეთ, რაღაც უნდა თვითონ ვიღონოთ. ძნელი დროებაა. ამიტომ შიგნით ძალა უნდა მოძებნო.
გოზინაყს და ბაჟეს დედის და ბებიის რეცეპტით ვაკეთებ ყოველ წელს. მე მუქი გოზინაყი მიყვარს. კარგად ვხალავ ნიგოზს... საცივი მე არ ვიცი, როგორადაც არ უნდა გაუკვირდეს ვინმეს. ბროწეულის ბაჟე კი კარგი გამომდის. ჩემი საფირმო კერძია. ყოველ ახალ წელს მაქვს ეს ბაჟე. ბლომად ნიგვზით, ბროწეულის წვენით, ქინძითა და ნივრით. ესეც ბებიების რეცეპტების მიხედვით. ტრადიცია არ იკარგება...
არაფერი დამიგეგმავს. ვიქნები ჩემებთან ერთად. განსაკუთრებული საახალწლო ტრადიცია არ მაქვს. წელს მოწყენილი ვარ... ყოველმხრივ ასეთი წელი გვაქვს - უხალისო.