VIDEO: რა მოხდა სტადიონზე „ლეგენდების მატჩის“ შემდეგ
1747429096
ჯანსაღი კვება ბევრ სარგებელთან ასოცირდება, მათ შორის, სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდასთან და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ასაკიანი ხართ ან აქამდე რამდენად ბევრ არაჯანსაღ საკვებს მიირთმევდით - გვიანი არასდროსაა, დაიწყოთ არასწორი კვების რაციონით გამოწვეული ზიანის აღმოფხვრა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ადამიანებს შეუძლიათ, გაიუმჯობესონ ჯანმრთელობა ნებისმიერ ასაკში, მარილის, შაქრისა და სხვა დანამატებით გაჯერებული მაღალდამუშავებული საკვების შემცირებით და მათი ჩანაცვლებით უფრო ნოყიერი საკვებით, როგორებიცაა: ხილი, ბოსტნეული, თხილი, ლობიო, ოსპი, ზღვის პროდუქტები და მთელი მარცვლეული.
რაც უფრო ადრე დაიწყებთ, მით უკეთესი. ახალგაზრდა ასაკიდან ჯანსაღი დიეტის დაცვა იწვევს სიცოცხლის ხანგრძლივობის უდიდეს ზრდას. მაგრამ იმ ადამიანებსაც, რომლებიც შუახნის ან უფრო გვიან ასაკს ელოდებიან კვების ჩვევების გასაუმჯობესებლად, შეუძლიათ სიცოცხლის ხანგრძლივობა გაზარდონ.
New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებულ კვლევა გვიჩვენებს, რომ სულაც არ გჭირდებათ თქვენი დიეტის სრული ტრანსფორმაცია სარგებლის მისაღებად. მცირე ცვლილებებსაც კი, როგორიცაა ერთი მუჭა თხილის დამატება თქვენს ყოველდღიურ რაციონში და გადამუშავებული ხორცის შემცირება, როგორებიცაა: ლორი და ჰოთ-დოგი - პოტენციურად, შეუძლია, სიცოცხლე გაგიხანგრძლივოთ. მაშინაც კი, თუ 60 წელზე მეტი ასაკის ხართ, ამ შედარებით მცირე ცვლილებების შეტანას თქვენს დიეტაში მაინც შეუძლია დიდი სარგებლის მოცემა.
კვლევამ აჩვენა, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობის ყველაზე დიდი სარგებელი გამოწვეულია კვების რაციონში უფრო მეტი პარკოსნებით, როგორებიცაა: ლობიო, ბარდა, ოსპი და არაქისი. თუ თქვენი დიეტის განახლება რთული ამოცანაა, მაშინ დაიწყეთ მცირე რაოდენობით და თქვენს დიეტაში რამდენიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკვების დამატებით.