„ჰარი პოტერმა“ ხინკალი დააგემოვნა, თუმცა ყველაზე მეტად მაინც ქათმის შქმერული მოეწონა
1790178978
„ორი თვე გავიდა დე, ერთი დღეც ვერ ვძლებდი უშენოდ… დღემდე თანადგომას გამოხატავს ბევრი უცნობი ადამიანი, დიდ მადლობას გიხდით ყველას“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა თათია ჩირგაძე წერს.
ცნობისთვის, 22 ივლისს, ვერაზე, შანიძის 31-ში, გვიან ღამით, ნიკა კაპანაძის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი - 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.
მომხდარზე სამართალდამცველებმა 42 წლის ნიკა კაპანაძე მის კუთვნილ სასტუმროში დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია. ამასთან, მას დედის, დოდო ოდიშარიას მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.
რაც შეეხება მომხდარს, თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა. კერძოდ კი, კაფედან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულის შემდეგ განახორციელა დაკავებულმა გასროლა.
"ალფა რომეოს" მარკის ავტომანქანაში მყოფი ოთხი პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია სამს მოხვდა, მძღოლი კი არ დაშავებულა. რაც შეეხება მეოთხე დაჭრილს, ის ტაქსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას გასროლილი ტყვია მოხვდა.