სახალხო მეგაშოუს ნახევარფინალისტების ვინაობა ცნობილია – საქართველოს "ნიჭიერის" ტიტულის მოპოვებისთვის 24 ნახევარფინალისტი იბრძოლებს

ნიჭიერი

სახალხო მეგაშოუს ნახევარფინალისტების ვინაობა ცნობილია – საქართველოს "ნიჭიერის" ტიტულის მოპოვებისთვის 24 ნახევარფინალისტი იბრძოლებს.

მაყურებელმა მორიგი სახალისო და შთამბეჭდავი ეპიზოდი იხილა. ვიდრე ნახევარფინალისტების ვინაობა გახდებოდა ცნობილი, ჟიურიმ ბოლო ოქროს ღილაკი გამოიყენა.

ყველა კონკურსანტის საოცნებო ღილაკი საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა ანსამბლს, "მარულას" ერგო, რომელმაც აჭარული პოპური შეასრულა.

"ნიჭიერის" ერთგული მაყურებელი, მომდევნო სამშაბათს, "ნიჭიერის" კიდევ ერთ - ექსტრა გადაცემას იხილავს. 3 დეკემბერს კი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, მეგაშოუს ნახევარფინალი გაიმართება.