17 წლის გოგო ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი გახდა, ვინც აშშ-ს ადვოკატთა გამოცდა ჩააბარა

აშშ

სოფია პარკი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი გახდა, ვინც 17 წლის ასაკში კალიფორნიის ადვოკატთა გამოცდა ჩააბარა და შესაბამისი კვალიფიკაცია ოფიციალურად მოიპოვა. შედეგით მან საკუთარი ძმის, პიტერ პარკის რეკორდი მოხსნა - მან კვალიფიკაციის მოპოვება 2023 წელს ასევე 17 წლის ასაკში შეძლო, თუმცა სოფიამ შედეგი 3 თვით გააუმჯობესა.

სოფია ტულარის ოლქის პროკურატურას იურისტის პოზიციით შეუერთდა. ახლა ის სალაქო პროკურორის მოადგილის ფიცის დასადებად ემზადება, რასაც 2025 წლის თებერვალში შეძლებს, მას შემდეგ, რაც 18 წლის გახდება.

როგორც და-ძმა ამბობს, მათ იურიდიული საქმიანობა ადრეული თინეიჯერობიდანვე აირჩიეს. ისინი ერთმანეთს საუკეთესო კოლეგებსა და მეგობრებს უწოდებენ. სოფიამ და პიტერმა განსაკუთრებული შესაძლებლობების წყალობით სკოლის დამთავრება 14 წლის ასაკში მოახერხეს. ამის შემდეგ სწავლა ორივემ უმაღლეს სასწავლებელში განაგრძო.