ოქტომბერში ამ ზოდიაქოს ნიშნების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება
1728128105
ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემის ვაჟი, რომეო ინგლისის პრემიერ-ლიგის კლუბის „ბრენტფორდის“ სარეზერვო გუნდს შეუერთდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, 20 წლის ფეხბურთელი კლუბში იჯარით, „ინტერ მაიამიდან“ გადავიდა. ის ინგლისში სეზონის დასრულებამდე ითამაშებს.
„ძალიან მეამაყება და ბედნიერი ვარ აქ ყოფნით“, - განუცხადა 20 წლის ნახევარმცველმა „ბრენტფორდის“ ოფიციალურ ვებგვერდს.
რომეო ბექჰემი 2002 წელს, ლონდონში დაიბადა. ფეხბურთით 2014 წელს დაინტერესდა, თუმცა მალევე ყურადღება ჩოგბურთზე გადაიტანა. მაგრამ 5-წლიანი პაუზის შემდეგ კორტებიდან საფეხბურთო მოედანზე დაბრუნდა. 2021 წელს რომეომ მამის კლუბთან - „ინტერ მაიამისთან“ გააფორმა კონტრაქტი, სადაც ასევე სარეზერვო გუნდში თამაშობდა.