„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
ვირჯინიის შტატის მცხოვრებმა ქალმა ლატარიაში უზარმაზარი თანხა მოიგო და ამის შესახებ ინფორმაცია საიდუმლოდ შეინახა. ამის შესახებ ჟურნალი People იტყობინება.
ქალის თქმით, მან ლატარიის ბილეთი მძიმე სამუშაო დღის შემდეგ იყიდა. ბილეთი იღბლიანი გამოდგა და მას 2 მილიონი დოლარი მოუტანა.
ამ მომენტში ქალი მიხვდა, რომ მისი ცხოვრება შეიცვალა, მაგრამ გადაწყვიტა, ეს საიდუმლოდ შეენახა. „მომიწია სამსახურში დაბრუნება და იმის მოჩვენება, თითქოს არაფერი მომხდარა“, -ჰყვება ის.
როგორ განვითარდა ქალის ცხოვრება ამ მოგების შემდეგ, დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.