„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
პროექტ „პრაიმ ჰაუსში“ თი მაჭავარიანმა 4 კვირა დაჰყო, თუმცა ამ მცირე დროის მიუხედავად საზოგადოების მხრიდან დიდი სიყვარული დაიმსახურა.
ცოტამ თუ იცის, რომ მაჭავარიანმა ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი წარმატებით გადალახა და სიმსივნე დაამარცხა.
ცნობილია, რომ საზღვარგარეთ ცხოვრობდით, რას საქმიანობდით იქ?
– თავიდან ბულგარეთში ვცხოვრობდი, იქიდან წავედი ამერიკაში, იქ გავაჩინე სამი შვილი. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მეუღლესთან ერთად ჩავედი ამერიკაში, მან კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩააბარა, მე სამი შვილი გავაჩინე, შემდეგ დავშორდით და წამოვედი საქართველოში.
აქტიური ცხოვრების წესით ვცხოვრობ, ამას ამერიკაში ვერ ვახერხებდი, მარტო ვიყავით მე და ჩემი ქმარი, ამან კი ჩემს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე რთულად იმოქმედა და წამოვედი საქართველოში.
ახლა უკვე კარგად ვარ, იმიტომ რომ საქართველოში ბევრად მარტივია რეალიზება.
ენა ვიცოდი, მაგრამ ბავშვის დამტოვებელი არ მყავდა და თვითრეალიზებას ვერ ვახდენდი. თუ მინდოდა რამისთვის მიმეღწია ცხოვრებაში, ვხვდებოდი აუცილებელი იყო საქართველოში დაბრუნება.
– თვითმკვლელობა სცადეთ ორჯერ, რატომ?
– ამერიკაში ცხოვრების დროს ორჯერ ვცადე თავის მოკვლა, ამის შემდეგ სიმსივნური წანაზარდები დამიდგინეს საშვილოსნოზე.
მძიმე ემოციურ მდგომარეობაში ვიყავი და ამიტომ მინდოდა თავის მოკვლა, ფსიქოლოგმა მითხრა რადგან საკუთარი თავი ვერ დაასრულე, შიგნიდან გასრულებს შენი ორგანიზმიო.
– როგორც ვიცი სიმსივნეც დაამარცხეთ?
– ამერიკაში გავიგე რომ მქონდა სიმსივნური წანაზარდები. თავიდან არ ვიჯერებდი ამას, მინდოდა დავნებებოდი და ფარ-ხმალი დამეყარა, მაგრამ სამი შვილის დედას ამის უფლება არ გაქვს.
საკუთარი თავი მე თვითონ გამოვიყვანე მდგომარეობიდან, როცა იცი რომ გყავს შვილები და გულშემატკივრები, ჯანმრთელი და ლაღი უნდა იყო, ბრძოლის გზა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო.
ცხოვრების ბოლომდე, 6 თვეში ერთხელ უნდა აკონტროლო წანაზარდები, რომ არ გაიზარდოს, სამი თვის წინ, როდესაც მივედი ექიმთან, ისეთი დაპატარავებული იყო, გაუკვირდათ.
ეს ყველაფერი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამსახურებაა, მე არ ვსვამ, არ ვეწევი და აქტიური ცხოვრების წესით ვცხოვრობ.
ვცდილობ ყველანაირი უარყოფითი ემოცია დავძლიო და ბედნიერი ვიყო.
მასალა „პრაიმტაიმის“ არქივიდან