პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის მონაწილე ლენუკა ყიფშიძეა. როგორც პროექტის დაწყებამდე ხუმრობით თქვა, მონაწილეებიდან ყველაზე უხუცესი ქალბატონია.
ამ გადაწყვეტილებას მისი მამა, მსახიობი ზურა ყიფშიძეც გამოეხმაურა და წარმატება უსურვა.
„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, როგორი რეაქცია ჰქონდა მამიდის გადაწყვეტილებაზე ნატალია ყიფშიძეს, ან თავად ხომ არ ჰქონდა პროექტში მონაწილეობის მიღების სურვილი. ნატალიას თქმით, 2-ჯერ შემოთავაზების მიუხედავად, უარი თქვა.
„ლენუკამ პირველად რომ მითხრა, ძალიან გაოცებული ვიყავი. წარმოდგენა არ მქონდა, რომ მსგავსს პროექტში მონაწილეობის მიღება უნდოდა. თუმცა, მანამდე მსგავსი გამოცდილება ჰქონდა, „კოდში“ იყო, რომელიც ძალიან განსხვავებული იყო ამ შოუსგან, რადგან პირდაპირი მნიშვნელობით, იქ სიცოცხლისთვის იბრძოდნენ. მგონია, რომ ლენუკა თავის იმ ჩვევებს წარმოაჩენს, რაც პირადად მე და ყველა იმ ადამიანს, რომელიც მის გარშემო, გვიყვარს. ლენუკა ძალიან მზრუნველი, მეგობრული და სამართლიანი ადამიანია. მგონია, რომ ამის გამო ყველა მონაწილეს თავს ძალიან შეაყვარებს.
ვფიქრობ, მოგების შანსი აქვს. მისნაირი მებრძოლი ლიდერები შოუებში ამართლებენ.
ლენუკასთან განსაკუთრებული, სულ სხვა ურთიერთობა მაქვს, ჩემს მეორე დედასაც ვეძახი ხოლმე. ის უბრალოდ მამიდა არა, ჩემი ყველაფერია. მის შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ, ნახევარ ფინალში კი არა, ფინალში გავა და გაიმარჯვებს.
- თქვენ თუ გქონიათ „პრაიმ ჰაუსში“ მონაწილეობის მიღების სურვილი?
- „პრაიმ ჰაუსისგან“ შეთავაზება 2-ჯერ მივიღე, თუმცა უარი ვთქვი. მე სხვანაირი პიროვნება ვარ, მიყვარს მარტოობა, ჩემი დრო, არ მიყვარს კამათი... ამ შოუში ალბათ საინტერესო არ ვიქნებოდი, რადგან კონფლიქტებს ყოველთვის თავიდან ვირიდებ. ნეგატივი ძალიან არ მიყვარს. პირველ რიგში, ამ შოუში კარგი ჩემი მენტალური ჯანმრთელობის გამო არ ვიქნებოდი. (იცინის)