პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პირველი დისკვალიფიკაცია „პრაიმ ჰაუსში“.
პროექტი საბა უგრეხელიძეს დაატოვებინეს. მიზეზი, საბას, დეასა და ხატიას შორის მომხდარი დაპირისპირება გახდა.
,,ყოველგვარ ზღვარს სცდება საბა უგრეხელიძის გუშინდელი ქცევა. ის განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა ხატია დეაკონიძის და დეა ხიდეშელის მიმართ. მისი მხრიდან ასევე მოვისმინეთ, გარეგნობასთან დაკავშირებული, არაკორექტული, დამამცირებელი კომენტარები, ქალის მიმართ. ქვეყანაში, სადაც ქალთა მიმართ, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა და სადაც, ქალებს უამრავი დისკომფორტის და დამცირების ატანა უწევთ კაცებისგან, მსგავს ფაქტებზე თვალის დახუჭვა ჩვენი მხრიდან, დიდი დანაშაული იქნებოდა.
იმისთვის, რომ პროექტში მყოფმა ქალებმა, თავი იგრძნოთ დაცულად და იფიქროთ, რომ არაფერი გემუქრებათ, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2" და ,,პრაიმ ჰაუსი" იღებს საბა უგრეხელიძის დაუყოვნებლივი დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილებას", - განაცხადა გიორგი ნაზღაიძემ.