ქალმა 3 დოლარად ნაყიდი ნახატი თითქმის ათასჯერ უფრო ძვირად გაყიდა

ნახატი

აშშ-ში, ოჰაიოს შტატში, ქალმა მაღაზიაში ნახატი იყიდა. როგორც თავად ამბობს, ნამუშევრით დიდად არ აღფრთოვანებულა, თუმცა, ვინაიდან ის მხოლოდ 3 დოლარი ღირდა, მაინც შეიძინა.

მოგვიანებით, ქალმა ჩარჩოსთან წარწერა შენიშნა - "იოჰან ბერტელსენი" (Johann Berthelsen). ინტერნეტში, აღნიშნული სახელითა და გვარით იძებნებოდა მხატვარი, რომელიც 1972 წელს გარდაიცვალა.

"პირველი, რაც ვიფიქრე, იყო, რომ ეს რეალური არაა. ალბათ, ეს უბრალოდ ყალბია", - ამბობს ქალი.

მიუხედავად დაეჭვებისა, მან ერთ-ერთი აუქციონის სახლს მაინც სთხოვა ნამუშევრის შემოწმება. აღმოჩნდა, რომ ნახატი მართლაც ბერტელსენს ეკუთვნის.

საბოლოოდ, ნამუშევარი აუქციონზე 2,875 დოლარად გაიყიდა.