1732386875
PHOTO: დემნა გვასალია „მეტ გალას“ ღონისძიებაზე ხელში სპორტული ფეხსაცმლით გამოჩნდა
„მეტ გალას“ წლევანდელი ღონისძიება კარლ ლაგერფელდის ხსოვნას მიეძღვნა.
წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავები გამოჩნდნენ, რომლებიც ძირითადად, „შანელის“ ვინტაჟური კოლექციებიდან კაბებში იყვნენ გამოწყობილები, მათ შორის იყვნენ დუა ლიპა, პენელოპე კრუსი და ნიკოლ კიდმანი.
„მეტ გალას“ ღონისძიებიდან გავრცელდა ფოტო, სადაც ქართველი დიზაინერი, „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია არის გადაღებული დონატელა ვერსაჩესა და კიმ ჯონსთან ერთად.