„ჩემთვის ანდერძში დაუტოვებია, დიდი საჩუქარია...” - გიორგი კეკელიძის ემოციური პოსტი

მწერალი

მწერალ გიორგი კეკელიძეს მე-20 საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული პოეტური კრებულის ორიგინალი აჩუქეს.

„ეს მეოცე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული პოეტური კრებულის ორიგინალია. გალაკტიონ ტაბიძე – ,,თავის ქალა არტისტული ყვავილებით” – 1919 წელი. დღეს მაჩუქა ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელმა, ნინო გედენიძემ.

ემოციური გამოდგა ჩუქების ამბავი: დედამისი ახლახან გარდაიცვალა. ჩვენი საქმეების გულშემატკივარი გახლდათ და ეს წიგნი დაუტოვებია ჩემთვის ზეპირ ანდერძში. შესაბამისად – იყო ცრემლიც და გაოცებაც. დიდი საჩუქარია”, – წერს გიორგი კეკელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც დამიშვია ცხოვრებაში...“- დათო გორგილაძე

👉 VIDEO: „ჩემი პირველი იმედგაცრუება იყო, მას ძალიან ახლობლად ვთვლიდი“ - რას ნანობდა ჯამლეტ ხუხაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში