,,პატარ-პატარა შენიშვნებს მაძლევენ... რთული ყოფილა..." - მარიამ როინიშვილის ცხოვრებაში სიახლეა

mariami

მარიამ როინიშვილის ცხოვრებაში ახალი გამოწვევა - ტელეწამყვანობაა. შაბათობით "ტვ პირველის" დილის ეთერში კოლეგებს იწვევს და საინტერესო ინტერვიუთი მასპინძლობს.

"პრაიმტაიმთან" ამბობს, რომ ამ კუთხით რჩევები ოჯახის წევრებისგან აიღო. 

მარიამ როინიშვილი: დედ-მამა პატარ-პატარა შენიშვნებს მაძლევს. ხელები ძალიან არ აქნიო, უხერხულიაო და ასე შემდეგ. პროცესი მომწონს, იმედია, გავიზრდები.

ჩემს კოლეგებთან ინტერვიუერის ამპლუაში პირველად ვარ. რთული საქმე ყოფილა, პირდაპირ გეტყვი. გაგიმართლათ ჟურნალისტებს. საკუთარ თავში ბევრი აღმოჩენის გაკეთება შეგიძლიათ. ნამდვილად მომეწონა ეს როლი. თუმცა ჩემი საქმე მაინც სიმღერაა.

- წონაში საგრძნობლად დაიკელი. გაუმხილე ამ თემით დაინტერესებულთ, შენი დიეტის საიდუმლო.

- სწორი კვებით დავიკელი. საიდუმლო არ მაქვს. წონის პრობლემა გამო, სულ დაკვირვების ქვეშ მაქვს ეს თემა. როგორ მომყვება ორგანიზმი, როგორ რეაგირებს, სულ ვაკვირდები. გამოცდილებამ, დაკვირვებამ, დასკვნებმა მიმიყვანა იქამდე, რომ ჩემმა ორგანიზმმა თვითონ მიკარნახა, როგორ უნდა მემოქმედა, რა - რა დოზით მიმეღო. არაფერში ვზღუდავ თავს, დოზირებულად ვიღებ ყველაფერს, ცომეულსაც და ტკბილეულსაც. ეგ არის, რომ ვცდილობ, საღამოს არ ვჭამო.