გივი თარგამაძეს, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

გივი თარგამაძე

გივი თარგამაძეს, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქმე აღიძრა დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო.

"პროპორციული არ არის ეს გამოყვანილი თანხა 10 000, სულ შემოსავალი მაქვს პენსიის სახით, ყოფილი პარლამენტარის 1000 ლარი, ქონება არ მაქვს საერთოდ. ადვოკატთან შევთანხმდები საბოლოო როგორ მოვიქცევი,"- განაცხადა გივი თარგამაძემ.

გივი თარგამაძესთან კომისიას კითხვები ჰქონდა აგვისტოს ომზე, ის დაბარებული იყო როგორც უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე.