1728312638
,,ნუ ფიქრობთ, გაუთხოვარი თუ დავრჩები, ცუდად ვიქნები..." - კესო ბერუაშვილი
„პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის მონაწილე, კესო ბერუაშვილი საზოგადოების ყურადღებას თავისი გარეგნობითა და თამამი განცხადებებით ყოველთვის იქცევს. ამჯერად კესო გათხოვებაზე საუბრობს.
მისი თქმით, ხშირად უსვამენ კითხვას, თუ როდის აპირებს გათხოვებას.
,,მე არ ვაპირებ გათხოვებას. პირდაპირ გეტყვით, არც გეგმაში მაქვს - არც არასდროს ყოფილა ჩემი ოცნება. დაბერების არ მეშინია. პიროვნული განვითარება, სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობა, ეს არის ჩემი გეგმა და არა, გათხოვება. მე თქვენს ოცნებებში არ ვერევი და თქვენც ნუ ფიქრობთ, რომ გაუთხოვარი თუ დავრჩები, ცუდად ვიქნები. ძალიან კარგად ვარ, როგორც ვარ. გათხოვების გარდა, ქალს შეიძლება ჰქონდეს სხვა ოცნებებიც", - ამბობს კესო ბერუაშვილი ,,ინსტაგრამ სთორიში".