1732386875
„არავინ იცოდა, არ ვიმჩნევდი“ - როგორ დაამარცხა კესო ბერუაშვილმა დეპრესია
„პრიამ ჰაუსის“ პირველი სეზონის მონაწილე, კესო ბერუაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე ხნის განმავლობაში მას დეპრესია ტანჯავდა, თუმცა დაამარცხა და საკუთარ მეთოდს ახლა სხვას უზიარებს.
„რამდენიმე თვის წინ დეპრესია მქონდა. არავინ იცოდა, არ ვიმჩნევდი და ბოლომდე გულწრფელი არ ვიყავი თქვენთან, ვიყავი ყოველთვის მომღიმარი.
ვიყავი სახლში გამოკეტილი, გარე სივრცესთან კომუნიკაცია 100%-ით მქონდა გაწყვეტილი. ჩემს დეპრესიას მე ვუშველე ჩემივე მეთოდით და მინდა ეს თქვენც გაგიზიაროთ.
კონკრეტულ საკითხებში მე ძალიან სენსიტიური ვარ და ხშირად, ეს ჩემს მენტალურ მდგომარეობაზეც მოქმედებს ხოლმე ადამიანების მხრიდან ჩემი უსამართლო „ჰეითი“. თუმცა, ამას არავის ვაჩვენებდი, არც მეგობრებს, არც ოჯახის წევრებს.
ერთ-ერთი მოგზაურობიდან დავბრუნდი და მოხდა ისე, რომ სახლში მოვედი, დავწექი, დავიძინე და როცა გავიღვიძე, მივხვდი, რომ საწოლიდან ვერ ვდგებოდი. არანაირი ძალა, ენერგია და მოტივაცია არ მქონდა იმისა, რომ ავმდგარიყავი, სადმე წავსულიყავი, მეგობრები მენახა. საერთოდ არ მქონდა ინტერესი, სხეული არ მემორჩილებოდა. სულ მინდოდა ძილი და თითქმის ყველაფერი დაბუჟებული მქონდა, ვინმეს რამე რომ ჩაერტყა, ვფიქრობდი, რომ ვერ ვიგრძნობდი. მოწყვეტილი ვიყავი სამყაროს.
ეს მდგომარეობა 1 კვირას გამიგრძელდა და მერე შიში მქონდა. არავის დანახვა მინდოდა, ტელეფონი გათიშულ მქონდა, მუდმივად ვჭამდი ტკბილს, ვუყურებდი ფილმებს. ზოგჯერ, უაზროდ მეტირებოდა. გულწრფელად გითხრათ, არავისთან საუბარი მინდოდა.
შემდეგ დავგუგლე ჩემი სიმპტომები და ამომიგდო ჯიმ ქერის ინტერვიუ, სადაც ამბობს, რომ დეპრესიას შეიძლება, პოზიტიური კუთხით შეხედო. რადგან მე მჯერა პოზიტიური აზროვნების ძალის, რა თქმა უნდა, ბოლომდე ვუყურე, სადაც ნათქვამია, რომ ხანდახან დეპრესია გამოწვეულია იმით, რომ მას ღრმა დასვენება უნდა. მაშინ მივხვდი, რომ არ უნდა მებრძოლა დეპრესიის წინააღმდეგ და სახლში უნდა ვყოფილიყავი. ამ ყველაფერში მე დავინახე პოზიტივი, ის რომ ჩემს სხეულსა და გონებას დასვენება უნდოდა.
მე ჩემს სივრცეში უცხო ადამიანებს იშვიათად ვუშვებ, რადგან ყველას ენერგეტიკას ვერ ემთხვევა ჩემსას, შესაბამისად, შეიძლება ჩემზე ცუდად იმოქმედოს. იქიდან გამომდინარე, რომ მე უცხო საზოგადოებაში ვიყავი, ამან ჩემს მენტალობაზე ძალიან ცუდად იმოქმედა.
გადავწყვიტე, რომ მივენდობი დეპრესიას, არ შევეწინააღმდეგები და სანამ სხეული მთხოვს რომ უნდა დავისვენო, მე დავისვენებ. ეს გაგრძელდა 1 თვე. სანამ სახლიდან ჩემს საქმეებს ვაგვარებდი, კომუნიკაცია აღვადგინე მეგობრებთან და 3 კვირის შემდეგ სამოგზაუროდ წავედი.
როცა ჩამოვედი საქართველოში, ისევ გამოვჩნდი ტელევიზიაში. ახლა მეუბნებიან, როგორი შეცვლილი ხარო...
ხო, მე დეპრესია დავამარცხე იმით, რომ საერთოდ არ შევეწინააღმდეგე მას. დავინახე დადებითი მხარე, მივხვდი, რომ მორალური, ფიზიკური დასვენება მჭირდებოდა და გაცილებით ძლიერი დავუბრუნდი ჩემს საქმეებს.“ - ჰყვება კესო ბერუაშვილი.