ნახეთ როგორ გამოიყურება მსოფლიოში ყველაზე ჩუმი ოთახი, რომელშიც ადამიანს გაჩერება მხოლოდ 45 წუთი შეუძლია

ოთახი

მსოფლიოში ყველაზე ჩუმი ოთახი აშშ-ში,  ორ­ფილ­დის ლაბორატორიაში მდებარეობს.  მას ხშირად „უაკუსტიკო ოთახსაც“ უწოდებენ, რადგან ის ხმების 99,9%-ს შთანთქავს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, მისი ორმაგად იზოლირებული კედლები ფოლადისა და ბეტონისგანაა შექმნილი, მათ შიგნით კი სქელი შუშაა დატანილი. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ოთახში  ხმოვანების სიმძლავრეს არაერთი ცნობილი კომპანია ამოწმებს. 

NASA-ს მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, თუ ამ ოთახში ცოტა ხანს მაინც გაჩერდებით, თქვენს ძაღვებში მოძრავი სისხლის ხმასაც კი გაიგებთ. უაკუსტიკო ოთახში ადამიანს გაჩერება მხოლოდ 45 წუთის განმავლობაში შეუძლია.

ყველაზე ჩუმი ოთახი გინესის რეკორდების წიგნშია  შეტანილი.