„მთელი პროექტი მასზე დგას... აღმოვაჩინე რომ...“ - ნატო დუმბაძე „პრაიმ ჰაუსის“ შესახებ

ლუკა

პროდიუსერი, ნატო დუმბაძე, „პრაიმ ჰაუსის“ ერთ-ერთი მონაწილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. 

„მოკლედ დავიწყე პრაიმჰაუსის ყურება, წინა სეზონს ასე ინტენსიურად არ ვადევნებდი თვალს, წელს საკმაოდ კარგად შერჩეული ტიპაჟები თამაშობენ, ცოტა დეპრესიულები, არის დრამაც, აგრესიაც , ლავ სთორებიც, ცოტა ყალბი სცენებიც, ამასობაში აღმოვაჩინე რომ საკმაოდ ნიჭიერებიც არიან!

ჩემთვის ყველაზე საინტერესო პერსონაჟი არის ლუკა, დარწმუნებული ვარ დარჩება შაბათს და კიდევ დიდხანს რადგან საკმაოდ ძლიერი მოთამაშეა, წარმატებები მას!

ჩემი გადმოსახედიდან მთელი პროექტი მასზე დგას! მე რომ კინო რეჟისორი ვიყო აუცილებლად მთავარ როლში დავაკავებდი ვინაიდან მასში ამის დიდი პოტენციალი დავინახე გარეგნობაც მშვენიერი აქვს! იდოს მაინც ეს პოსტი, იქნებ გამართლდეს ჩემი ხედვა და ლუკა ვიხილოთ დიდ ეკრანზე“,- წერს ნატო დუმბაძე.