„გოლის მომენტში სხეული და გონება საოცარ ჰარმონიაში იყო“ -  საოცარი გოლი ლაშა კაკაჩიას შესრულებით

კაკაჩია

ეს მაგარი გოლი საქართველოს ფუტსალის ლიგა 2-ში გავიდა და ლაშა კაკაჩიამ გაიტანა. ის აფხაზეთიდანაა და ისიც 77 ნომერია.

როგორც ლაშა „პრაიმტაიმთან“ ამბობს, მატჩის წინ დაძაბულობა იყო. 

„გოლს წინ მცირე დაძაბულობა უძღოდა მოწინააღმდეგე მოთამაშესთან, გოლამდე ვუთხარი, რომ სათქმელს მოედანზე  მოქმედებით ვეტყოდი, რამდენიმე წამში შეტევა წამოვიწყეთ, რომელიც გოლით დაგვირგვინდა.

გოლის მომენტში სხეული და გონება საოცარ ჰარმონიაში იყო. მატჩში დაძაბულობამ გოლით გამოწვეული ემოცია ერთიორად გაზარდა, რასაც გულშემატკივართა ემოციებიც დაემატა და შეგრძნება ნამდვილად ენით აღუწერელი იყო, სიმბოლურია ისიც რომ 77 ნომრიანი მაისურით ვთამაშობ წალენჯიხის სახელით, რა თქმა უნდა ამ ნომრით თამაში დიდწილად ხვიჩას გავლენაა, ნომერი თანაგუნდელებმა შემირჩიეს სათამაშო სტილიდან გამომდინარე.“,- ამბობს ლაშა კაკაჩია „პრაიმტაიმთან“.