VIDEO: ,,ამ მართლაც რომ ერთი მუჭა საქართველოდან მსოფლიო არენაზე მათი წარმატება გულს მიჩუყებს..." - ნატო დუმბაძე

nato dumbaze

ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში ნუცა ბუზალაძის „ამერიკის ვარსკვლავში“ გამოსვლას ეხმაურება.

პროდიუსერი ვიდეოს აქვეყნებს და წერს:

„ძალიან მიხარია, ძალიან! კვარა, დემნა, ბასილაშვილი, არ ვიცი, ვინმე არ გამომრჩეს…

ამ მართლაც რომ ერთი მუჭა საქართველოდან მსოფლიო არენაზე მათი წარმატება გულს მიჩუყებს!..

წარმატებას ვუსურვებ ნუცას!“, - წერს პროდიუსერი.

ცნობისთვის, მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო მეგა პროექტის American Idol-ის მონაწილე ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძეა.

ცოტა ხნის წინ ABC-ის ეთერში ნუცას პერფორმანსის ყურების შესაძლებლობა მოგვეცა. ნუცა ჟიურის წინაშე ორი სიმღერით წარდგა. მან Lady Marmalde, მეორე სიმღერად კი უიტნი ჰიუსტონის Greatest Love Of All შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო პოპვარსკვლავი კეტი პერი ნუცას ფეხზე წამოუდგა.

აღფრთოვანებას ვერ მალავდა ლაიონელ რიჩი. ლუკ ბრაიანმა კი ნუცა ასე შეაფასა – „ჯეი ლო საქართველოდან.“