1740223504
VIDEO: შემზარავი და დაუჯერებელი კადრები - მგზავრმა ტორნადო გადაიღო, რომელსაც 5 ადამიანი ემსხვერპლა

ტორნადო აშშ-ში - მისურის შტატში სტიქიას სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. ტორნადომ ყველაზე მეტად სოფელი გლენ ალენი დააზიანა, სადაც სახლები და ავტომობილები გაანადგურა, ხეები მოგლიჯა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.
ტორნადო რეგიონში 5 აპრილს ადგილობრივი დროით 03:30-ზე დაიწყო.
მისურის გუბერნატორის, მაიკ პარსონის განცხადებით, სახელმწიფო დახმარებას გაუწევს მათ, ვინც სახლები დაკარგა. მისი თქმით, სტიქიის შედეგების აღმოფხვრას კვირები და თვეები დასჭირდება.