მსახიობი კრის ევანსი დაქორწინდა - ვინაა მისი რჩეული

კრის ევანსი

ცნობილი მსახიობი კრის ევანსი დაქორწინდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

არსებული ინფორმაციით, კაპიტანი ამერიკას როლის შემსრულებლის რჩეული ალბა ბაპტისტა გახდა, რომელიც ასევე მსახიობია და თავისუფლად საუბრობს 5 ენაზე. წყვილი 9 სექტემბერს, საკუთარ სახლში დაქორწინდა. ცერემონიას მათი ნათესავები და მეგობრები დაესწრნენ, მათ შორის იყვნენ ევანსის კოლეგები Marvel-ის ფილმებიდან - რობერტ დაუნი უმცროსი, კრის ჰემსვორთი და ჯერემი რენერი.

42 წლის ევანსისა და 26 წლის ბაპტისტას რომანის შესახებ გასული წლის ნოემბერში გახდა ცნობილი, თუმცა ჟურნალისტების ცნობით, წყვილი ერთმანეთს მანამდე უკვე 1 წლის განმავლობაში ხვდებოდა.

ასევე ნახეთ:

თეა გოდოლაძე პროკურატურას მიმართავს - საქმე მის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ეხება

VIDEO: „მეწყრული პროცესი ისევ აქტიურია, იკრძალება ტრანსპორტის გადაადგილება!“ - კადრები მამისონიდან