აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა - სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში ადასტურებენ.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, სატელეფონო საუბარი 27 აპრილს შედგა, რომელიც რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში შემდგომ ნაბიჯებს ეხებოდა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რუბიომ ხაზი გაუსვა ომის ახლავე დასრულების საჭიროებას.