1745863963
„რას მიიღებს ახალგაზრდა ქვრივი და გახდება თუ არა ქალიშვილი მილიარდერი ..“ - უცხოური პრესა, ზურაბ წერეთლის მრავალმილიონიან ქონებაზე

მოქანდაკე და მხატვარი ზურაბ წერეთელი, უკანასკნელ გზაზე გააცილეს. სამოქალაქო პანაშვიდი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართა. ის დიდუბის პანთეონში - პირველი ცოლის გვერდზე დაკრძალეს.
როგორც რუსული პრესა წერს, ის ფლობდა უდიდეს ფინანსებს, ავტომობილებს, უძრავ ქონებას.
მოქანდაკის მიერ, 2021 წელს წარდგენილ დეკლარაციაში ჩამოთვლილია, რამდენიმე მიწის ნაკვეთი, სახლი და ბინა.
გარდა ამისა, ის ფლობდა ხუთ მერსედესის ავტომობილს, ერთ ბენტლს და ორ როლს-როისს. მხატვარმა ხუთ ათასზე მეტი ხელოვნების ნიმუში დატოვა, მათ შორის ქანდაკებები, ნახატები, მოზაიკა და ფრესკები. მხატვრის წლიური შემოსავალი 60 მილიონ რუბლს აღემატებოდა.
2004 წელს ზურაბ წერეთელმა მხატვარი ტატიანა კოჩემასოვა გაიცნო. ის წერეთელზე 46 წლით უმცროსი იყო, თუმცა ასაკობრივ სხვაობას სიყვარულისათვის ხელი არ შეუშლია. წყვილი ერთად ცხოვრობდა, ისინი ოფიციალურად დაქორწინებულები არ ყოფილან. შესაბამისად, დოკუმენტების მიხედვით, ტატიანა ზურაბ წერეთლის მრავალმილიონიან ქონებაზე პრეტენზიას ვერ განაცხადებს.
როგორ უცხოური მედია წერს, იმ შემთხვევაში თუ ზურაბ წერეთელს, ანდერძი არ აქვს დატოვებული, ყველაფერი მის ქალიშვილს დარჩება. თუ ანდერძში, საყვარელი ქალიცაა მოხსენიებული, მაშინ შესაძლოა, მან საკუთარი წილი მიიღოს.