1745863963
„ბედნიერი წავიდა რადგან მისი ერთადერთი შვილის სიკვდილი ვერ გაიგო“ - გორში, მოკლულ მამა-შვილს გლოვობენ

გორში, სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“ მკვლელობა მოხდა. მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი და მისი მამა. მამა ცოტა ხნის წინ, კლინიკაში გარდაიცვალა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, სროლა მაღაზიაში შელაპარაკებას მოჰყვა. მათივე ცნობით, რამდენიმე გასროლა მოხდა იმ დროს, როდესაც სავაჭრო ცენტრში მომხმარებლებიც იმყოფებოდნენ.
„პრაიმტაიმს“ გიორგის კლასელი ესაუბრა.
„ცოლ-შვილი დარჩა, ყველა შოკში ვართ. უკარგესი ადამიანი იყო, ძალიან ხუმარა. არავისთან არასდროს ჰქონია კონფლიქტი“.
გიორგის მამის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურებიან მისი ახლობლები და წერენ:
„ბედნიერი წავიდა რომ მისი ერთადერთი შვილის სიკვდილი ვერ გაიგო“ „ეს რა დილა გათენდა, ვერ ვიჯერებ, რომ ასეთი უკარგესი ადამიანები აღარ გვყავს“
ცნობისთვის, შემთხვევა დღეს, 28 აპრილს, წმინდაწყლის უბანში მოხდა. როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.