მორაგბე დათუნა ნინიაშვილი დაქორწინდა - ჯვრისწერის კადრები

დათუნა ნინიაშვილი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრი დათუნა ნინიაშვილი დაქორწინდა.

მისი მეუღლე ნინო ცქიტიშვილის სააგენტო look models-ის მოდელი ლინდა ინალიშვილია.

ქორწინების ჯვრისწერის ამსახველი ფოტოები ინსტაგრამზე ლინდამ გამოაქვეყნა. წყვილმა ჯვარი სამების ტაძარში დაიწერა და ჯვრისწერის საიდუმლო მამა ბასილ ნაზარიამ აღასრულა.

პატარძალს ქორწილში ულამაზესი თეთრი კაბა ეცვა, ხოლო სიძე ქართულ ტრადიციულ სამოსში იყო გამოწყობილი.

ჯვრისწერის დასრულების შემდეგ საქორწინო ცერემონიალი თაბორის მთაზე მდებარე სასტუმრო „პარაგრაფში“ გაგრძელდა.

დათუნას და ლინდას რამდენიმე წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აქვთ. ლინდა ინაშვილი და დათუნა ნინიაშვილი 2023 წლის ოქტომბერში დაინიშნნენ. წყვილს პოპულარობა და პრესასთან პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს, ისინი ერთად გადაღებულ ფოტოებსაც კი იშვიათად აქვეყნებენ სოციალურ ქსელში.