მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში მარლონ მორაესი წუთ-ნახევარში დაამარცხა

მერაბ დვალიშვილი

მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში Real American Freestyle-ში (RAF) ბრაზილიელი მარლონ მორაესი წუთნახევარში (4:2) დაამარცხა.

მერაბი თავდაპირველად 0:2-ს მარცხდებოდა, შემდეგ ჩოქბჯენში უპირატესობა მოიპოვა და მეტოქე წუთნახევარში დაამარცხა.

მერაბის ანგარიშზე RAF-ში 3 გამარჯვება და 1 მარცხია.

რამდენიმე წუთში ტატამზე კიდევ საბა ლაზიშვილი და გიგა ჭიკაძეც იასპარეზებენ. საბა ლეგენდარულ ურაია ფეიბერს, ხოლო გიგა ზაბიტ მაგომედშარიფოვს დაუპირისპირდება. ორივე მათგანი ამერიკულ ორგანიზაციაში სადებიუტო ბრძოლას გამართავს.

✕